ხშირად დასმული შეკითხვები

 

ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.

ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი,  საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.

გრანტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე.  გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს,  საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.

2019 წლის 22 იანვრიდან, საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფონდის ვებგვერდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ამ გვერდზე.

ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ პროგრამაში თანხა ამოწურულია და მიმდინარე ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება, განაცხადის წარმდგენი მიიღებს შეტყობინებას  განხილვის მომდევნო წლისთვის გადადების თაობაზე.

პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს.

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. მისი განხორციელების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას.

პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. ბიუჯეტი უნდა იყოს ხარჯთ-ეფექტური, დასაბუთებული და შეესაბამებოდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას.

სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც.

სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.

რეკომენდატორი არ უნდა იყოს  ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და   საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.

წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე განიხილავს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია.

პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 2 თვის ვადა.

ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge

ფონდი არ გასცემს სამგზავრო გრანტებს. მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ დაფინანასებული პროექტი ითვალისწინებს მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს.

ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის სრული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში „ბიბლიოთეკა“, ხოლო ის პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების  სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ჩაწერით, ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, როგორც დისტანციურად, ისე ფონდის ოფისში.  კონსულტაციაზე ჩასაწერად ეწვიეთ გვერდს.

ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს. ეკონომიკური განვითარების პროგრამა ფონდში აღარ ფუნქციონირებს 2008 წლიდან.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან.  პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონსულტაციის გვერდს.