- 2019 წლის 22 იანვრიდან ღია საზოგადოების ფონდში საპროექტო განაცხადის წარდგენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ამავე ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი
- ფონდი აფინანსებს არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს. გრძელვადიან პარტნიორებთან და გამოცდილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პარალელურად, ფონდი მხარს უჭერს ახლად დაარსებულ ორგანიზაციებს;
- პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, განმცხადებელი ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს;
- წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე განიხილავს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია. პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში. განხილვას ექვემდებარება მხოლოდ სრულად შევსებული საპროექტო განაცხადი;
- პროექტის წარმოდგენამდე შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია თქვენი იდეის ან პროექტის შესაბამისი პროგრამის წარმომადგენლებთან ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს;
- პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი უნდა აითვალოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 2 თვის ვადა;
- ონლაინ საპროექტო განაცხადში განცმხადებლის მიერ მონიშნულ პროგრამაში თანხის ამოწურვის შემთხვევაში, პროექტის განხილვა გადაიდება მომდევნო წლისთვის. ამის შესახებ შეტყობინებას განცმხადებელი განაცხადში მითითბულ ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებს.
ინფორმაციისათვის საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და სტიპენდიის შესაძლებლობის შესახებ დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საერთაშორისო განათლების ცენტრს ან ნახეთ ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ვებგვერდი.