გამოცემა Financial Time-მა ჯორჯ სოროსი წლის ადამიანად დაასახელა

21 დეკ, 2018

ბრიტანულმა გამოცემა, The Financial Times-მა, წლის ადამიანად ჯორჯ სოროსი დაასახელა.

გამოცემის განმარტებით, სოროსმა ეს ჯილდო ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების ღირებულებების დაცვისთვის მიიღო.

როგორც  გამოცემის ერთერთი კორესპონდენტი აუდიო დისკუსიაში აღნიშნავს, 2018 წელს ჯორჯ სოროსი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ანტილიბერალური მოძრაობის თავდასხმის სამიზნე გახდა. უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანია სრულად მიეძღვნა ჯორჯ სოროსის დისკრედიტაციას და მის ხალხის მტრად წარმოჩენას. ორბანის მმართველობის პირობებში დაიხურა ღია საზოგადოების ფონდების სათავო ოფისი სოროსის სამშობლოში, უნგრეთში.

გამოცემის რედაქცია განმარტავს, რომ ღია საზოგადოების ფონდები ერთადერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელია სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებისა, ვისთვისაც ყოველი ახალი დღე გადარჩენისა და არსებობისთვის ბრძოლაა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი ინგლისურ ენაზე.

სტატია სრულად ინგლისურ ენაზე.