ადამიანის უფლებები

სტრატეგიული მიმართულებები 2021 წლისთვის

ადამიანის უფლებების პროგრამა, მიზნად ისახავს, იმუშავოს ქვეყანაში მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა და სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შესაჩერებლად. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო სექტორს, რათა გამომჟღავნდეს, დაფიქსირდეს და დოკუმენტირდეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მასშტაბური დარღვევების ფაქტები, ისევე როგორც, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ამასთან, პროგრამა მხარს დაუჭერს ახლადშექმნილ არაპარტიულ მოძრაობებსა და აქტივისტურ ჯგუფებს, რომლებიც მზად არიან, გამოავლინონ კორუფცია, კრონიზმი და ინსტიტუციური უკუსვლა სახელმწიფო ინსტიტუციებში.  ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ამ ჯგუფების შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდული ქსელების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ასევე – ურბანულ ცენტრებში.

პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების ქსელის განვითარებას, რომლის მიზანი იქნება სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველებისთვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა, მათი უფლებებისა და  ინტერესების დაცვა როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე – რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

სხვა პროგრამები:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
მონაწილეობითი დემოკრატია
მედიაპროგრამა
ეროვნული ინტეგრაცია
ევროინტეგრაცია
ადამიანის უფლებები

კონტაქტი

ადამიანის უფლებების პროგრამა

+995 032 225 04 63 კონტაქტი