მედიის მხარდაჭერა

მედიაპროგრამის სტრატეგია 2021 წელს

ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი და პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისათვის.

2021 წლიდან, ფონდის მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ჟურნალისტურ ჯგუფებთან თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც ქმნიან სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ.

ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით ფონდი გააგრძელებს მუშაობას ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში მედიის ადვოკატირებისათვის. ადვოკატირების კამპანიები მიმართული იქნება არადემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების, კრიტიკული მედიის მიმართ დისკრიმინაციული სამართლებრივი და ფინანსური აქტებისა და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ.

დარგის ექსპერტებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად  მედიაპროგრამა, ასევე იმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

 

სხვა პროგრამები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

მონაწილეობითი დემოკრატია

მედიაპროგრამა

ეროვნული ინტეგრაცია

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები