არასამთავრობოების განცხადება მაესტროს სატელიტურ ანტენებზე და 'Must Carry'-ისა და 'Must Offer'-ის მოქმედების თაობაზე

11 სექ, 2012

კამპანია “ეს შენ გეხება”, “აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა” და “მედიის ადვოკატირების კოალიცია”-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ერთის მხრივ Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას, ხოლო მეორეს მხრივ, ტელეკომპანია „მაესტროს” მომხმარებელთა წრის გაფართოვების ხელშეწყობას.

2012 წლის 10 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა „მედიის ადვოკატირების კოალიციის” და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგნელებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, გადაიხედოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს” კუთვნილი აპარატურისდაყადაღების შესახებ და გარკვეული პირობების დაცვით ტელეკომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააფართოვოს მომხმარებელთა წრე.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
მივესალმებით ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი გამყარებული იქნება კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯებით, რათა ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ქართული ტელეარხი, ხოლო მეორეს მხრივ გამოირიცხოს ეჭვები ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის თაობაზე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაქსიმალურად დროულად მოხდება შეთანხმება უწყებათაშორის კომისიასა და ტელეკომპანია „მაესტროს” შორის. ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, თვალყური მივადევნოთ აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსრულების შესახებ.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისათვის სასიცოცხლო მინიშვნელობა აქვს „Must Carry”-ის და “Must Offer”-ის პრინციპებს, რომელთა ამოქმედებამ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს აღნიშნული პრინციპების მნიშვნელობას და საზოგადოების სურვილს, მომავალშიც მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვა ტელეკომპანიის მაუწყებლობაზე. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპების მოქმედების გაგრძელებას არჩევნების დღეს და მომდევნო პერიოდში, ვიდრე არ მოხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ცვლილებების გზით შექმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ტელევიზია

კავკასია

ეს შენ გეხება-Must Carry, მეცხრე არხი

რუსთავი 2

 

პირველი არხი

ეს შენ გეხება მასთ ქერიზე, მაესტრო

 

მასთ ქერის გაგრძელება, მაესტრო

 

დავით ბაქრაძე მასთ ქერიზე- მაესტრო

 

 

პრესა და ინტერნეტმედია 

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ “მაესტროსა” და მთავრობას შორის შეთანხმება ანტენებთან დაკავშირებით დროულად მოხდება-Media.ge, 12 სექტემბერი, 2012

“MUST CARRY”-ისა და ‘’MUST OFFER”-ს პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ‘”ეს შენ გეხება” პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის, pirweli.com.ge, 12.09.2012;

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას “მაესტროს” ანტენებთან დაკავშირებით, interpressnews.ge, 12.09.2012;

დავით ბაქრაძე – საკაბელო მაუწყებელსა და არხს შორის კომერციულ შეთანხმებაში კანონმდებელი მუდმივად ვერ ჩაერევა, interpressnews.ge, pirweli.com.ge;

კამპანიის “ეს შენ გეხება” წარმომადგენლები დღეს საქართველოს უშიშროების საბჭოში უწყებათაშორის კომისიას შეხვდებიან, pirweli.com.ge, pirweli.com.ge;

არასამთავრობოები “მასთ ქერის” გაგრძელებას მოითხოვენ, liberali.ge.