10 ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე- პრესკონფერენციის ანონსი

17 მარ, 2022

18 მარტს, პარასკევს 12 საათზე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში (ჭოველიძის 4) სამოქალაქო საზოგადოება წარადგენს საკუთარ ხედვას ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯის შესახებ. ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების შეთავაზება ხელისუფლების ქმედებებს გულისხმობს.

10 ნაბიჯის წინადადებას ხელს აწერს ოცდათერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.