21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

19 მარ, 2023

16-17 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით რიგირთ მე-7 კონფერენცია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ჩატარდა.

კონფერენცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა.

წლევანდელი კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს მშობელთა ხმის მიწვდენა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, იმისთვის, რომ მოხდეს სწორი პოლიტიკის შემუშავება და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საჭირობებეის გათვალისიწნება პროგრამების შექმნის დროს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, რაც გულისხმობს  ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ფუნდამენტურ მიდგომას შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარი პრინციპი (მუხლი 3, UN CRPD) სწორედ ინდივიდუალურ ავტონომიას და არჩევანის თავისუფლებას ეფუძნება – „ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით“.

მიუხედავად კონვენციის მთავარი პრინციპისა, დაუნის სინდრომის მქონე პირებს საზოგადოება და სახელმწიფო ხშირად მაინც არასწორი ფორმით უჭერეს მხარს – აკონტროლებენ და აკეთებენ ყველაფერს მათთვის და არა მათთან ერთად.