თავისუფალი მედიის გამოწვევები დღეს

31 ივლ, 2019

ე.წ ფეიქ ინფორმაციასთან ბრძოლა დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყალბი ინფორმაციის მარეგულირებელი მექანიზმები შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს. მსოფლიოს თავისუფალი მედიას ამ საკითხზე ფიქრისა და მსჯელობის დიდი გამოცდილება აქვს და გარკვეულ მიდგომებზეც ჩამოყალიბებულია.

31 ივლისს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ჟურნალისტები ამერიკული გამოცემის “ნიუ-იორკ თაიმსის” ვიცეპრეზიდენტს დევიდ მაკ კროუს შეხვდნენ.  დევიდი არის ავტორი წიგნისა: “The Truth is our Times, რომელიც ეხება მედიის თავისუფლების საკითხს ალტერნეტიული ფაქტების ეპოქაში.  შეხვედრაზე საუბარი იყო მედიის თავისუფლების, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის, გამოხატვის თავისუფლების და მედიის რეგულირების საკითხებზე.

დევიდ მაკ კროუ საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ილიაუნის სამართლის სკოლა – Iliauni School of Law მოწვევით იმყოფება.