დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან ერთად

6 ოქტ, 2020

2021 წლის მარტში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტით პროგრამის ახალი ათწლეულის დაწყება აღინიშნება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სამ ქვეყანაში (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) სამიტის მიმართ მაღალი მოლოდინია. 6 ოქტომბერს  ბერლინში გამართულ  შეხვედრაზე  სამივე ქვეყნის წარმომადგენელი  გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებენ.ამ სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გერმანულ ანალიტიკურ ცენტრ Liberal Modernity Centre-თან ერთად უკვე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე და ჩამოაყალიბეს ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წარმოდგენილი პოლიტიკა.  აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ დისკუსია  გერმანიის ბუნდესტაგის წევრების მონაწილეობით წარიმართა. 

შეხვედრის მონაწილეებს  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შემდეგი დოკუმენტები წარედგინათ:

კვლევითი ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გადახედვას შეეხება.

შეხვედრის პირდაპირი ეთერის ნახვა შესაძლებელია აქ: