ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვა ბუდაპეშტში ევროპის სასამართლომ უკანონოდ ცნო

8 ოქტ, 2020

წყარო: CEU.EDU

ცენტრალური  ევროპის  უნივერსიტეტის დახურვა ბუდაპეშტში ევროპის სასამართლომ უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს უნგრეთის უმაღლესი განათლების კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები შესაბამისობაში არ არის ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებულ დებულებებთან.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს უფლება აქვს გააგრძელოს აკადემიური საქმიანობა უნგრეთის ტერიტორიაზე. ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება აკადემიური თავისუფლების ისტორიული გამარჯვებაა.

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი უნგრეთში 1991 წელს ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნდა. 2017 წელს უნგრეთის უმაღლესი განათლების კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების შემდეგ უნივერსიტეტმა საქმიანობა ბუდაპეშტში ვეღარ გააგრძელა და ვენაში გადავიდა.

გააგრძელეთ სტატიის კითხვა: “Landmark Judgment” – Lex CEU Struck Down by European Court of Justice