კანონპროექტი"ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" და სამოქალაქო სექტორის პოზიცია

15 ოქტ, 2020

პარლამენტმა სამი მოსმენის მიუხედავად კენჭი არ უყარა გასული წლის ოქტომებრში ინიცირებულ კანონპროექტს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“.  კანონპროექტს პრობლემურად მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტთა ჯგუფები, რომლებმაც თავისი კრიტიკული მოსაზრებები წარუდგინეს პარლამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე არა ერთი ერთობლივი განცხადება გააკეთეს კანონპროექტის საფრთხეების შესახებ. კანონპროექტში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებები არ აზღვევდა იმ რისკებს, რომლებზეც აქტიურად საუბრობდნენ ეს ორგანიზაციები და ექსპერტები.

პარლამენტში 2020 წლის შემოდგომაზე სამი მოსმენით განხილული ცვლილებები მეცხრე მოსმენის პარლამენტმა კენჭისყრაზე არ დააყენა, რაც მისასალმებელია და იძლევა საშუალებას, რომ კანონპროექტის გადახედვა მოხდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ, მანამდე კი დამტკიცდეს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უკვე შემუშავებული სტრატეგია. იმედი გვაქვს მომავალში ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა წრეების და უცხოელი პარტნიორების გამოცდილება და მოსაზრებები და კანონპროექტი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ შემუშავებული იქნება ფართო კონსენსუსით.