2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ისტორიული გადაწყვეტილება

19 დეკ, 2022

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამოძიების ფარგლებში ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა გამოძიების ეტაპი, ბრალდებულ იქნენ შესაბამისი ადამიანები, რომელთა შორის არ არის არცერთი ქართველი რიგითი ჯარისკაცი, სამხედრო თანამდებობის ან პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს, ამ საერთაშორისო კონფლიქტის ფარგლებში არ ჩაუდენია არცერთი ის დანაშაული, რაც იკრძალება საერთაშორისო სამართლით“ — გიორგი ჩიტიძე, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებით 2016 წელს დაინტერესდა.

გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დოკუმენტი ღია საზოგადოების ფონდისა და პარტნიორების მიერ დოკუმენტირებული, 1000-ზე მეტი ომით დაზარალებული ადამიანის პირადი ისტორია იყო, რომელიც კრებულის „აგვისტოს ნანგრევებში“ სახელით არის გამოცემული.

გარდა ამისა, გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე, ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის ნიკა ჯეირანაშვილის საქმიანობას ჰააგაში, რომელიც სასამართლოს საქართველოში არსებული კონტექსტის გააზრებასა და გათვალისწინებაში ეხმარებოდა.

იხილეთ დოკუმენტი ვრცლად

მედია ამ თემაზე: