ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია

5 დეკ, 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი, 2017 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმდინარე წლის ეროვნულმა შეფასებამ საკმაოდ დაბალი შედეგები აჩვენა. 100%-იანი შეფასების სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 21%-ია, მერია/ გამგეობების – 19%, ხოლო საკრებულოების – 24%. ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ანგარიშის პრეზენტაციაზე დასახელდნენ საუკეთესო შედეგების მქონე მუნიციპალიტეტები და გამოქვეყნდა რეიტინგები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით შეფასდა  ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს კუთხით.

შეფასება ინდექსის ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით  განხორციელდა. ამავე  ინდექსით ქვეყნის მუნიციპალიტეტების შეფასება ჩატარდება 2019 წელსაც.

ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ნახეთ შედეგები ანგარიშში.