აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივა-16 დეკემბერი

11 დეკ, 2019

16 დეკემბერს,  ორშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო “რედისონში” წარმოგიდგენთ დოკუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისა და ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.

2019 წლის ზაფხულში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით ხუთმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მან მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს.

დოკუმენტი პასუხობს საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს: როგორ უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, ლეგალურად დასაქმებას ევროპაში, განათლების რეფორმას, კანონის უზენაესობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოსახლეობის ინფორმირებას პარტნიორ და ევროპის წევრ ქვეყნებში.

შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დოკუმენტის ავტორი ორგანიზაციები: რონდელის ფონდი; ლევან მიქელაძის ფონდი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)