ანგარიში რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ

5 აპრ, 2019

ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები გასხვავებული ეროვნების, რასის თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირების მიმართ.  რასობრივი შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის  კვლევის  ანგარიშში შესული სტატისტიკა და კონკრეტული მაგალითები კიდევ უფრო ცხადყოფს პრობლემის მასშტაბსა და სიმწვავეს. ანგარიში ასევე ასახავს უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებს.

ანგარიში მიმოიხილავს 2014-2018 წლებში რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ უფლებების დარღვევის ფაქტების რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლები გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების მიზნით, გაანალიზებულია ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები.  ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ იცვლება კონკრეტული ქვეყნების წარმომადგნელებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება და რეგულაციები, რაც შესაძლოა, დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე მიუთითებდეს.

ანგარიშში ასახული საკითხებია:

    • რასიზმი და საზოგადოებრივი განწყობები
    • რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციისა და დანაშაულების შემთხვევები და სტატისტიკა
    • უცხოელების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა საბანკო მომსახურების სფეროში
    • საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხი და დაბრკოლებები
    • სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების მიმართ
    • უცხოელების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა
    • უცხოელებისთვის მიწის ყიდვის შეზღუდვა

რასობრივიშეუწყნარებლობა დაქ… by on Scribd

ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 5 აპრილს გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვინების ინსტიტუტიც მიერ გამოცემული ეს ანგარიში პირველი კვლევაა ამ თემაზე, რომელიც 2018 წელს USAID-ის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და გამოიცა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.