ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი ბავშვთა ჰოსპისისთვის

13 დეკ, 2017

პრემიერა

კონცერტი ეძღვნება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას”

2017 წლის 27 დეკემბერს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით.

პროგრამაშია ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის STABAT MATER გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდის მონაწილეობით, ქორმაისტერი – ნინო წიკლაური; და პირველად საქართელოში შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის THE REST IS SILENCE, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის შეიქმნა. კონცერტში მონაწილეობს საფესტივალო გუნდი, ქორმაისტერი – გიორგი მარგველაშვილი.

კონცერტი ეძღვნება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას”.

პროექტის გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი “კონცეპტარტი” 

სპონსორები: საქართველოს ბანკი, ალტაოქეი, საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ” და კომპანია „დიო”

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08.

 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ www.biletebi.ge-ზე.