არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

23 თებ, 2019

2019 წლის 19-22 თებერვალს, ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიუსელში იმყოფებოდა, ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის შედეგების ევროპარლამენტარებისა და ევროსაბჭოს წევრებისთვის გაცნობის მიზნით.

ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 5 წლის წინ მოეწერა. მას შემდეგ ღია საზოგადოების ფონდი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება და ამზადებს ალტერნატიულ ანგარიშს დღის წესრიგის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. ანგარიში თბილისში 2019 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა.

მედია ამ თემაზე