არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ვაშინგტონში

12 ივლ, 2021

12-16 ივლისს  ვაშინგტონში დაიწყო ღია საზოგადოების ფონდის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) შეხვედრები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ატლანტიკური საბჭოს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის, ფრიდომ ჰაუსის, ჰელსინკის კომიტეტის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“  და სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრებს ესწრება კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი და ფორმულას ტოქშოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი.

შეხვედრები ეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის ხარისხსა და განვითარების პერსპექტივას, სადაც უმთავრესი როლი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხს და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მიერ რამდენიმე კვირით ადრე მომზადებულ საკითხებს, სადაც აღწერილია კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მფლობელებისა და  საქმიანობის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესიმ მედიაგარემო და სახელმწიფო უსაფრთხოება.

შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის ხედვა აშშ-სთვის წარმოადგენს სანდო ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროს, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით დღის წესრიგის განსაზღვრაში და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში კიდევ უფრო დაეხმარება.

შეხვედრა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან კარა მაკდონალდთან

მედია ამ თემაზე: