არასამთავრობოები სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ

27 მარ, 2019

წყარო: რუსთავი 2

გადატვირთული გრაფიკი, დაბალი ხელფასი, უსაფრთხოება რომელიც არ არის დაცული – არასამთავრობოები სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ.

ღია საზოგადოების ფონდი სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს.

„სრულიად საგანგაშოა ის შრომის პირობები რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. ერთი მხრივ გადატვირთული გრაფიკი. დაბალი ხელფასი, უსაფრთხოება რომელიც არ არის დაცული. აშკარაა , რომ რამდენიმე ასეულ სოციალურ მუშაკს უწევს ძალიან დიდ პრობლემებთან გამკლავება. მათი მოვალეობები ბოლო წლებში გაიზარდა  მაგრამ არანაირად არ გაუმჯობესებულა  შრომის პირობები. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დღეს გაფიცვას იწყებენ სრულად გამართლებულია და მისასალმებელიც,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.