ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა

7 მარ, 2019

ბოლო წლებში ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ხელშეწყობით ავარელი და ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოვებისა და ინტეგრაციისთვის რამდენიმე პროექტი განხორციელდა. პროექტის ინიციატორი ელენე ნოდიაა, რომელიც  დაინტერესებულია ავარული კულტურით და ქართველ ბავშვებთან დამეგობრებაში ეხმარება. მიმდინარე პროექტის ფარგლებში სოფელ თივის, გავაზის, ჩანთლისყურეს, ახალსოფლის და ზინობიანის სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგების კურსი მიმდინარეობს. ახალგაზრდები ყოველ ორ კვირაში იკრიბებიან და ერთმანეთის უზიარებენ ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან, საუბრობენ წინაპრებზე, საკუთარ კულტურასა და რელიგიაზე.

კახეთის ხმა