ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

4 მარ, 2022

ჩვენ, განცხადების ხელმომწერ საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას, რაც საერთაშორისო საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას ამ უთანასწორო ბრძოლაში. 

რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს საქართველოც გახდა და პუტინის რეჟიმი ამისათვის დიდწილად დაუსჯელი დარჩა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, დიდწილად დასავლეთის მიერ მაშინ გამოჩენილი არასათანადო სიმკაცრის  შედეგია. დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების   უფლება არ აქვს და მან ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ ღია აგრესიას სათანადო პასუხი უნდა გასცეს.   

ჩვენ, საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, შემოუერთდნენ ჩვენს მიმართვას მსოფლიოს მთავრობებისადმი, რომ მათ მკაცრი, ერთიანი და ძლიერი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ამ თავხედურ  და დანაშაულებრივ ქმედებაზე. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის. პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. 

შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს, რომ:

 

  1. გაატარონ მაქსიმალურად მკაცრი ზომები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულონ ის, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები; 

  2. გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, მიაწოდონ ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, და უზრუნველყონ უკრაინის საჰაერო დაცვა სხვა საშუალებებით, როგორიცაა, პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის შესაბამისად, კიევის კონტროლქვეშ არსებული უკრაინის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებზე არა-საფრენი ზონების გამოცხადება და აღნიშნულ ზონებში ფრენის აკრძალვის უზრუნველყოფა;   

  3. მიაწოდონ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; 

  4. შექმნან სათანადო პირობები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული  პირებისათვის. 

მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მთელი კონტინენტისა და დემოკრატიული მსოფლიოსთვის იბრძვის და ჩვენი ვალია, უკრაინის გმირს ხალხს მხარი დავუჭიროთ. ახლა მოქმედების დროა!   

 

Слава Україні!  

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  3. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  4. საზოგადოება და ბანკები
  5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  7. მწვანე ალტერნატივა
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  9. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  12. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  13. საფარი
  14. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  15. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
  16. საქართველოს პენცენტრი
  17. ევროპის ფონდი
  18. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  19. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
  20. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  21. ცენტრი “ემპათია”
  22. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
  23. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 
  24. ლიბერალური აკადემია
  25. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  26. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  27. უფლებები საქართველო
  28. საქართველოს მედია კლუბი
  29. კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის 
  30. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 
  31. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  32. საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
  33. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  34. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC      
  35. გორის საინფორმაციო ცენტრი 
  36. დემოკრატ მესხთა კავშირი – UDM 
  37. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 
  38. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  39. საერთაშორისო გამჭვირვალობა-უკრაინა
  40. აღმოსავლეთ ევროპის ფონდი (EEF) უკრაინა
  41. ინოვაციების განვითარების ცენტრი (CID) უკრიანა
  42. მდგრადი განვითარების ინიციატივების ცენტრი (CSDI)
  43. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების უკრაინული ასოციაცია “ძლიერთა ლიგა”
  44. კარიტასი -”კიევი”
  45. გაერთიანებული მოქმედებების ცენტრი (Centre UA)
  46. სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი – TIRA
  47. არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სინერგია
  48. უკრაინული კოალიცია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირთათვის (NGO კოალიცია)
  49. შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია (ასოციაცია “Djerela”)
  50. საქველმოქმედო ორგანიზაცია “სიცოცხლის 100%, კიევის რეგიონი”
  51. საქველმოქმედო ორგანიზაცია “School-Steps”
  52. უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფონდი
  53. საერთაშორისო ჯანმრთელობის უფლება
  54. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ცენტრი
  55. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოციალური სინერგია
  56.  საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უკრაინის ბავშვთა უფლებების ქსელი
  57. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
  58. SOS საერთაშორისო ბავშვთა სოფელი უკრაინა