ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში-კვლევის პრეზენტაცია

17 დეკ, 2020
ორშაბათს, 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის ფეისბუქის გვერდზე გიწვევთ კვლევის ონლაინ პრეზენტაციაზე, რომელიც აღწერს თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში მაცხოვრებელი ოჯახების და ინდივიდების ყოფას, გარემოს და საცხოვრებელ პირობებს.
კვლევის შედეგებს წარმოადგენს ავტორი ქეთი სართანია. შეხვედრის მოდერატორი: ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდი. კვლევის შემდგომ გაიმართება დისკუსია.
ანონსის სანახავად გადადით ფეისბუქის გვერდზე.