კონსულტაცია
25-29 მაისს, ღია საზოგადოების ფონდი ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრას გრანტის მაძიებელთათვის.
ვისაუბრებთ 2023 წლის პრიორიტეტებსა და იმ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია ღია კარის წესით, კონკურსის გარეშე წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმაზე.
დასწრებამდე გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის პროგრამასთან.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ რამდენიმე შეხვედრას კონკრეტული პროგრამისთვის განკუთვნილ დროს.
-
- ადამიანის უფლებები – 25 მაისი, 14:00 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
https://us06web.zoom.us/meeting/register/tZYpduuvrjIqHdC8aElbEHal5MF1wUT3zZk5
- სოციალური სამართლიანობა – 25 მაისი, 15:00 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
https://us06web.zoom.us/meeting/register/tZAvdeigqToiHtL0pbf9WWdaE5lxO_b-ZqG4 - ევროვნული ინტეგრაცია – 25 მაისი, 16:00 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
https://us06web.zoom.us/meeting/register/tZYqceGspj8oHtLygGr0Ctq_W0WwdkndS5zS - ევროინტეგრაცია – 29 მაისი, 16:30 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
https://us05web.zoom.us/j/83509231347?pwd=L3ZDMlJnWWNZUlk0RENkWGVacUVRQT09
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრა ონლაინ საპროექტო განაცხადის შევსების შესახებ – 25 მაისი, 17:00 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
https://us05web.zoom.us/j/88425759332?pwd=YUlsMkNYSTVMV21zL1Exb3FMTzI3UT09
- ადამიანის უფლებები – 25 მაისი, 14:00 საათი, რეგისტრაციისთვის გადადით:
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: .
გაქვთ შეკითხვები?
გთხოვთ მოგვწეროთ კონტაქტში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე.
კონსულტაციის დანიშვნამდე, გთხოვთ გაეცნოთ 2021 წლის ფონდის პროგრამულ პრიორიტეტებს და ჩვენს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე
პროგრამებიფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.
ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.
გრანტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.
ფონდი მხარს უჭერს როგორც გამოცდილ, ისე ახლად დაარსებულ ორგანიზაციებს.
2019 წლის 15 იანვრიდან, საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფონდის ვებგვერდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ამ გვერდზე.
ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 8-10 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ პროგრამაში თანხა ამოწურულია და მიმდინარე ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება, განაცხადის წარმდგენი მიიღებს შეტყობინებას განხილვის მომდევნო წლისთვის გადადების თაობაზე.
პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში, ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს.
პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. მისი განხორციელების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას.
პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. ბიუჯეტი უნდა იყოს ხარჯთ-ეფექტური, დასაბუთებული და შეესაბამებოდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას.
სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც.
სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.
რეკომენდატორი არ უნდა იყოს ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.
წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს პირველ ეტაპზე განიხილავს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია.
პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. ფონდის პროგრამების საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ცვალებადია. მიმდინარე ეტაპზე კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამის პროგრამას.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 8-10 კვირის ვადა.
ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge
ფონდი არ გასცემს სამგზავრო გრანტებს. მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ დაფინანასებული პროექტი ითვალისწინებს მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს.
ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის სრული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში „ბიბლიოთეკა“, ხოლო ის პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ჩაწერით, ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, როგორც დისტანციურად, ისე ფონდის ოფისში. კონსულტაციაზე ჩასაწერად ეწვიეთ გვერდს.
ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს. ეკონომიკური განვითარების პროგრამა ფონდში აღარ ფუნქციონირებს 2008 წლიდან.
ღია საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან. პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონსულტაციის გვერდს.