თავდაცვა Covid-19-სგან-Yeni Koronavirus Nədir? (COVID-19)-Ի՞նչ Է Նոր Կորոնավիրուսը (COVID-19)

21 მარ, 2020

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ახალი ვირუსის Covid-19-ის გამოვლენის მოწმენი გავხდით, რომელმაც ბოლო ათწლეულებში მსოფლიოსთვის დაავადების მოულოდნელი  აფეთქება გამოიწვია. 26 თებერვალს დადასტურებული პირველი შემთხვევის შემდეგ ამ გამოწვევის წინაშე საქართველოც დადგა. 12 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ინფექციის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა ყოველწუთიერად ახლდება საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე worldometers.info.  საქარველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე-Stopcov.gov.ge-ზე 

ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით ეთნიკურ უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინფორმირების მიზნით რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა.

სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად ითარგმნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა;

ინსტრუქციები მცირემხედველი, უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად საყოველთაოდ და სტანდარტული ფორმით გავრცელებული ინფორმაციის მიღმა რჩებიან.

ღია საზოგადოების ფონდის მიერ კლინიკა “ნეოლაბთან” თანამშრომლობით მომზადებული ვიდეოინსტრუქციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით არის მომზადებული.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის შესახებ

თვითიზოლაციის წესები