დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები

29 სექ, 2020

დიღმის ჭალების ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უკანონო საწარმოებისგან ჭალების ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს. 27 სექტემბერს  თბილისის მერიის წინ ღია ცის ქვეშ, დიღმის ჭალების დაცვის საინიცატივო ჯგუფმა, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი აფინანსებს, გარემოსდაცვის საპროტესტო აქცია გამართავს.

აქციის ორგანიზატორმა ადგილობრივმა მოსახლეობამ პეტიციაც შეიმუშავა, რომელიც  დიღმის ჭალებში  უკანონოდ მოქმედი საწარმოების უნებართვო ფუნქციონირებას ითხოვს და მერიისაგან საჯარო დაპირებას მოითხოვს, რომ გააძევებს კანონდამრღვევებს ტერიტორიიდან, განახორციელებს დიღმის ჭალების რეაბილიტაციას და ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო სივრცეს დაუბრუნებს.

დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფს მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.