დოკუმენტური ვიდეოპროექტების პრეზენტაცია- Civil Pitch

7 მაი, 2018

ღია საზოგადოების ფონდის ოფისში 7 მაისს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის СINEDOC-ის CIVIL PITCH ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ვიდეოპროექტების პრეზენტაცია ჩატარდა. რეჟისორებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური საუკეთესო პროექტებს 8 მაისს დაასახელებს.

ღია საზოგადოების ფონდი ერთ პროექტს მთავარი პრიზით, მეორეს კი განვითარების პრიზით დააჯილდოვებს.

CIVIL PITCH საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც  რეჟისორებს, პროდიუსერებს, კინოდოკუმენტალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საშუალებას აძლევს, ერთად შექმნანდოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ფონდის ოფისში პროექტების წარდგენა წელს მეორედ ტარდება.