სადახლოს თემის სოფლებიდან 32 ახალგაზრდა უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხა

10 ოქტ, 2022

ოთხი წელია, რაც ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად უფასო მომზადების შესაძლებლობა აქვთ. ფონდის დაფინანსებით პროექტს „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ახორციელებს.

2022 წელს, სადახლოს თემის ოთხი სოფლიდან სააბიტურიენტო პროგრამაში 33 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც 8 თვის განმავლობაში გაიარეს ქართული ენისა და მათემატიკის კურსები.

33 აბიტურიენტიდან  32 წარმატებით ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აქედან 8-მ  სახელმწიფო საგრანტო პროგრამიდან 100 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა.

მოსამზადებელი კურსის გარდა, ახალი აზროვნების ინსტიტუტი ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აქტივობებშიც ეხმარება.

ამ სერვისით 193-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასწარ გადაემოწმებინათ საკუთარი შესაძლებლობები მათემატიკაში, აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული ონლაინ ტესტის მეშვეობით.   ამ შეთავაზებით 326-მა აბიტურიენტმა ისარგებლა.

ოთხი წლის მანძილზე პროექტის 102 ბენეფიციარი სტუდენტი გახდა. პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

2022 წლის ნოემბერში “ახალი აზროვნების ინსტიტუტი” 2023 წლის აბიტურიენტთა ნაკადის მიღებას გამოაცხადებს.