ცხადდება ტენდერი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე

5 აპრ, 2022

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გეგმავს ღონისძიების – სემინარების ჩატარებას 2022 წლის 3-7 ივნისის პერიოდში საქართველოს რომელიმე რეგიონში.

სემინარის დღეების რაოდენობა – 4, სასტუმროში სტუმრების განთავსება – 4 ღამე, მონაწილეთა რაოდენობა: 35 სტუმარი.

ტენდერის ფარგლებში განსახილველი მასალა/განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მეილზე –  2022 წლის 18 აპრილის 17:00-მდე. გთხოვთ, მოითხოვოთ მეილის მიღების დადასტურება.

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ “ტენდერი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე”.

საკონტაქტო პირი: ნინი ბერიშვილი
ელფოსტა:
ტელ: 595 55 10 00

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი