ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

12 დეკ, 2022

2022 წლის 5-8 დეკემებრს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგნელები ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ამ ორი დიდი თემის ირგვლივ გაიმართა შეხვედრები ევროპულ სტრუქტურებში.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს თაოსნობით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციები 2014 წლიდან მონიტორინგს უწევენ და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგებს აცნობენ  ევროკავშირის ინსტიტუტებს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღისწესრიგის შესრულების თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ბრიუსელში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის ოფისის და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილებული იყო იმ სფეროებზე, რაც ფუნდამენტურია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, ისეთი როგორიც არის მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება, ბავშვთა უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.