გამოხმაურება შრომის რეფორმის შესახებ

1 ოქტ, 2020

29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო შრომის რეფორმა.

ღია საზოგადოების ფონდი, დამოუკდებლად და ღირსეული შრომის პლატფორმის წევრის სტატუსით, ცალსახად დადებითად აფასებს მიღებული რეფორმით, მშრომელთათვის შექმნილ გაუმჯობესებულ შრომით გარანტიებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები მხოლოდ ფრაგმენტულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს და კვლავ შორსაა დამსაქმებელთა და დასაქმებულების ინტერესების რეალური დაბალანსებისგან.

ღირსეული შრომის პლატფორმა ყურადღებით დააკვირდება მიღებული რეფორმის პრაქტიკაში აღსრულების პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მშრომელთა უფლებების და საჭიროებების შრომით კანონმდებლობაში ასახვის ადვოკატირებას.