გამოსავლის ძიება უსახლკარობის რეალობაში- 17 დეკემბერი

16 დეკ, 2019

საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან. ამის მიუხედავად, საცხოვრისიდან გამოსახლება არ შეიძლება გახდეს ადამიანის უსახლკარობის მიზეზი, თუ სახელმწიფოს სოციალური სისტემა ადამიანზეა ორიენტირებული, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და სათანადო სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს.

ჩვენს შეხვედრაზე ორ კვლევას წარმოგიდგენთ: ერთში- სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათი უსახლკარობის თავიდან აცილების სერვისებია განხილული, მეორე კი გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მექანიზმებს აღწერს, რომელიც გამოსახლებულ მოქალაქეებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.

კვლევების შემდეგ ვაჩვენებთ მოკლე დოკუმენტურ ფილმს, სადაც საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობაა აღწერილი. კვლევების წარდგენის პარალელურად, საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ ფოტოგამოფენა უსახლკარობის თემაზე.

კვლევების ავტორები არიან: მარიამ ჯანიაშვილი და თინა ყიფშიძე.
ფოტოგრაფი: ლაშა FOX ცერცვაძე
ვიდეოს ავტორები: მარიკა ეჯიბია, მარიამ ჯაჭვაძე, თამარ ბაბუაძე.
ვიდეო მომზადებულია ჟურნალ :ინდიგოსთან” თანამშრომლობით