უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერა

18 დეკ, 2022

საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, ნინო ქათამაძის ფონდი ახორციელებს პროექტს „ღია სივრცე“, რომლის მიზანია საქართველოში ომის შემდგომ შემოსული უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდების შემეცნებითი განვითარება და სოციალიზაცია. აღსანიშნავია, რომ “ღია სივრცეში” მისულ ბავშვებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, მშობლებიც ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში რაც მათთვის არანაკლებ სახალისო და სასიამოვნოა.

ბავშვებისთვის დაგეგმილი და ორგანიზებულია ყოველი შაბათ-კვირა, ამ დღეებში მათ ღია საზოგადოების ფონდის ოფისი მასპინძლობს. ფონდის ოფისში ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ განიტვირთონ და სპეციალისტებთან ერთად მიიღონ ის ძირითადი უნარები, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ. 6 თვის განმავლობაში 100 ბავშვი დაესწრება არტ თერაპიის წრეს, ჩაუტარდებათ შემეცნებითი გაკვეთილები ხელოვნების ისტორიასა და ლიდერობაში, ფსიქოლოგის მიერ ორგანიზებული თამაშების საშუალებით ბავშვები განავითარებენ უნარებს გუნდურ მუშაობაში რაც გააუმჯობესებს მათ კომუნიკაციასა და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს.