ფონდის თანამშრომლები გრუშევსკის სახელობის საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდნენ

6 მაი, 2022
გრუშევსკის სახელობის საჯარო სკოლაში, დღეის მდგომარეობით 270 უკრაინელი ბავშვია სასწავლო პროცესში ჩართული. მოსწავლეთა მესამედი მარიუპოლიდაა. ოჯახებიდან, რომლებმაც ტრაგიკული ქალაქიდან თავის დაღწევა მოასწრეს.

უკრაინულენოვან სექტორს ყოველდღიურად 30 ახალი მოსწავლე ემატება, რაც დიდი გამოწვევაა სკოლისთვის. სახელმწიფოს დაფინანსების გარდა, სკოლის დირექცია სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოქალაქეების თანადგომით ახერხებს, რომ მოსწავლეებს ჰარმონიული და სრულფასოვანი სასწავლო გარემო შეუქმნას.