ჰეი, გუნეშ!

11 დეკ, 2022

ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ფილმი “ჰეი გუნეშ!” განაგრძობს ფესტივალების საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობას და უკვე არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული.

2022 წლის, 25 სექტემბერს, ფილმი ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები სადაც ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო. იმავე დღეს, აზერბაიჯანში, დოკუბაქუს ფესტივალზე ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

2022 წლის ივლისში, ევროპაში, ფილმი ორ ფესტივალზე იქნა წარდგენილი იტალიასა და შვეიცარიაში. ფილმი ორივე ფესტივალზე დაჯილდოვდა – შვეიცარიაში ევროპაში მთის ფესტივალებს შორის ტრენტოს შემდეგ უძველეს ფესტივალზე ფილმმა ხუთი მთავარი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღო, იტალიაში კი ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა. სექტემბერში, ჩვენება რუმინეთში გამართულ ფესტივალზე შედგა. აღსანიშნავია ასევე „ოქროს პრომეთე“ –  პრიზი, რომელიც ფილმმა თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის 2022 წლის 10 დეკემბერს, მოიპოვა.

 

ფილმის რეჟისორები: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე
ფერების კორექცია: ნიკო ტარიელაშვილი