ინსტრუქციები უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის Covid- 19-სგან თავის დასაცავად

22 მარ, 2020

ახალი კორონავირუსის Covid-19 ინფექციისგან თავდაცვის რეკომენდაციები მასობრივი საშუალებებითა და სხვა არხებით ყოველდღე ვრცელდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ხშირად სტანდარტული ფორმით მიწოდებული ინფორმაციის მიღმა რჩებიან.

ღია საზოგადოების ფონდის მიერ კლინიკა “ნეოლაბთან” თანამშრომლობით მომზადებული ვიდეოინსტრუქციები მცირემხედველი, უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით არის მომზადებული.