იპოდრომი - უბეტონო მხარე

28 სექ, 2021

იპოდრომზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. “ცენტრალ პარკის” კონცეფტუალური პროექტის შინაარსი არ ითვალისწინებს იპოდრომის მომხმარებელთა სურვილებს და გაშლილ, სიმწვანით სავსე თვითორგანიზებულ სივრცეს ხელოვნური ჩარევით ეკოლოგიურ დანიშნულებას და იერსახეს უკარგავს.

იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის მერობისა და საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც მოსახლეობას იპოდრომის მომავალთან დაკავშირებული ხედვები გაუზიარეს.