„ხელი ხელს” საოჯახო საცხოვრისების შესანარჩუნებლად მთავრობას დაფინანსების გაზრდას სთხოვს

31 ოქტ, 2018

გამოცემა “ლიბერალი”, სტატიის ავტორი: სოფო აფციაური

„ხელი ხელს” ორგანიზაცია, რომლის საოჯახო საცხოვრისებშიც უკვე მეშვიდე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანები ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ, მომავალი წლიდან შესაძლოა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას სთხოვს.

„ხელი ხელს” დამფუძნებლის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მცხოვრებლების მხარდაჭერა და მათზე  ზრუნვა შეუძლებელი  გახდება და შესაძლოა, მცირედაფინანსების გამო, ერთი სახლის დახურვაც წელსვე მოუწიოთ.

„ხელი ხელს” ორგანიზაციას ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” აფინანსებს. ფონდისვე დახმარებით, 2011 წლიდან დღემდე გურჯაანსა და თბილისში სულ ექვსი სახლი გაიხსნა და მასში 28 შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს. იმისთვის, რომ სახლი ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს, თითოეულ საცხოვრებელში ხუთზე მეტი ადამიანი არაა.

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, „ხელი ხელს” ორგანიზაციის დამფუძნებელის თქმით, მომავალი წლიდან მათ დაფინანსებას უმცირებს, 2020 წლიდან კი – საერთოდ შეწყვეტს, რადგან ფონდის დახმარებითვე, ამ წლების განმავლობაში, შემუშავდა საქართველოსთვის მორგებული საოჯახო საცხოვრისების სტრატეგია, ფონდმა მსგავსი საცხოვრებლების პრაქტიკა დანერგა და ახლა მისი ფინანსური ჩანაცვლების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.

ამ დროისთვის, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში (სათემო საცხოვრებლების ქვეპროგრამა), ჯანდაცვის სამინისტრო ამ სახლის ბინადრებს დღეში 16 ლარით აფინანსებს. თუმცა, „ხელი ხელს” ორგანიზაციის დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი „ლიბერალთან” განმარტავს, რომ ეს ბენეფიციარების მოვლის მხოლოდ 50%-ს ფარავს.  დანარჩენ ხარჯს ფონდისგან მიღებული გრანტით აფინანსებენ.

ორგანიზაცია სამინისტროსგან 2019 წლის ბიუჯეტში ითხოვს, რომ 16 ლარის ნაცვლად, ბენეფიციართა დაფინანსება 32 ლარამდე გაიზარდოს. სამინისტროში ორგანიზაციამ უკვე წარადგინა დათვლილი ხარჯები, რატომაა საჭირო სერვისის შესანარჩუნებლად 32 ლარი.

გააგრძელეთ კითხვა ლიბერალის გვერდზე.