გამოხმაურება ირაკლის კობახიძის ბრალდებაზე

27 მაი, 2022

ირაკლი კობახიძის განცხადება პროპაგანდისტულია და პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები ღია საზოგადოების ფონდს გადააბრალოს.

დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ცნობილია, რომ ღია საზოგადოების ფონდისთვის საქართველოს ევროინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

უკვე ათწლეულებია ფონდი აქტიურად არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ადვოკატირებაში.

სწორედ ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ეხლავე და არა 2024 წელს გაეკეთებინა. მოგვიანებით, კი დახმარებაც შესთავაზა კითხვარის შევსებაში, რომ არ შეფერხებულიყო ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.

ქეთი ხუციშვილი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი