ტენდერი ტრენინგ-პროვაიდერის შესარჩევად

14 აგვ, 2019

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს ადამიანური რესურსების განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისათვის.

პროექტის მიზანია: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის უნარების გაზრდა

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო აქტივიზმის / ჩართულობის / მონაწილეობის ხელშეწყობა და წახალისება
  • ცოდნის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაძლიერება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის
  • სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო აქტივისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

სავარაუდო თემატიკა:

  • თემთან და სათემო ჯგუფებთან მუშაობა
  • პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება
  • წარმატების ხელშემწყობი ფაქტორები და წარუმატებლობის მიზეზები- კონკრეტული მაგალითების განხილვა
  • თემის ინფორმირება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია
  • კონკრეტული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და საპასუხო აქტივობების დაგეგმვა
  • ტრენინგების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ფართოდ გავრცელება
  • საერთო პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელის შექმნა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება ტრენინგ პროგრამებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების განხორციელებაში. სასურველია, პროგრამის თემატურ სესიებში მოწვეული ექსპერტების ჩართვა.

ფონდი დააფინანსებს მოკლევადიან სასწავლო პროგრამას, რომელიც 2 ეტაპად განხორციელდება 15  ოქტომბრიდან  – 15 დეკემბრის პერიოდში.

ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობები:

  • მონაწილეთა შერჩევა ფონდის თანამშრომლებთან ერთად;
  • ორი მოკლე, ინტენსიური ტრენინგ პროგრამის მომზადება;
  • სასწავლო მასალების მომზადება;
  • ტრენინგების განხორციელება;
  • პროგრამის შეფასება;
  • განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

ტრენინგის ორგანიზებასა და ლოგისტიკის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ფონდი.

კონკურსში მონაწილეობა:

მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ ხუთწლიანი შესაბამისი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო ფირმებს, რომლებიც ტრენინგებსა  და ადამიანური რესურსების განვითარებაზე მუშაობენ.

ბიუჯეტი: ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 8000 (რვა ათას) აშშ დოლარს, ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ინტერესის გამოხატვა/ წინადადება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ხელმოწერა, საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, თარიღი;
  • ტრენინგ-პროგრამის მოკლე აღწერა;
  • ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და საკონტაქტო პირი;
  • კონსულტანტებისა და ტრენერთა ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;
  • ბიუჯეტი.

მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას დახურულ კონვერტში საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. #10),  2019  წლის 15 სექტემბრის 17 საათამდე.

კონვერტს უნდა ეწეროს:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება
  • წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება
  • მასალის წარმოდგენის თარიღი

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაველიძე,