კონკურსი კომუნიკაციის კოორდინატორის თანამდებობაზე

9 იან, 2023

დამსაქმებლის შესახებ: 

ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს და ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარებას. ფონდი ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედიის დამოუკიდებლობა, ეთნიკური უმცირესობებისა და მარგინალური ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა.

ღია საზოგადოების ფონდი უზრუნველყოფს თანაბარი დასაქმების შესაძლებლობებს. 

 

ვაკანსიის შესახებ:

ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს კომუნიკაციის კოორდინატორის ვაკანსიას. კოორდინატორის უშუალო ფუნქცია იქნება ფონდის შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა, როგორც ფონდის პროგრამებთან, ასევე მის პარტნიორებთან კოორდინაციით, მედიისა და სოციალური ქსელების მონიტორინგი და ანალიზი, ფონდის საკომუნიკაციო სტრატეგიის პერიოდულად განახლება. ვაკანსიის ფარგლებში დასაქმებული პირი იმუშავებს ფონდის მედიისა და კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერის ხელმძღვანელობით.

 

თანამდებობა: კომუნიკაციის კოორდინატორი
ორგანიზაცია: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“.
დასაქმების ადგილი: თბილისი.
დასაქმების ხანგრძლივობა: ერთი წელი გაგრძელების პერსეპქტივით.

 

სამუშაო დატვირთვა: 40 საათიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება: ფონდი დასაქმებულს შესთავაზებს კონკურენტულ ხელფასს და სამედიცინო დაზღვევას.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფონდის შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა;
  • ფონდის ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფა მედიაში და სოციალურ ქსელებში;
  • ფონდის მიერ ინიცირებული კამპანიებისა და პროექტებისათვის კომუნიკაციის დაგეგმვა და მართვა;
  • საკომუნიკაციო აქტივობების კოორდინირება ფონდის პარტნიორებთან და კოალიციებთან;
  • მედიის მონიტორინგი, დაარქივება და ანალიზი;
  • შინაარსის შექმნა და რედაქტირება ციფრული არხებისა და მედიისთვის (სტატია, პრესრელიზი, ბლოგი, საავტოროსვეტი, მიმართვის სიტყვა).

 

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით:

  • უმაღლესი განათლება მედიისა და კომუნიკაციის, მარკეტინგის ან მონათესავე სფეროში;
  • ხუთწლიანი გამოცდილება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სოცმედიის არხების მართვის გამოცდილება;
  • სიტუაციის ანალიზი და რისკის შეფასების უნარი;
  • სოციალური უნარები: მაღალი ემოციური ინტელექტი; ემპათია და სამიზნე ჯგუფების საჭიროებების განცდა;
  • ტექნიკური უნარები: გრაფიკული დიზაინერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადის წარდგენა: განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ონლაინ ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ ორ მისამართზე: ;

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2023 წლის 23  იანვრის 18:00 საათი.

 

განაცხადის პაკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  1. CV;
  2. კითხვარი;
  3. ორი რეკომენდატორის (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი – მითითებული უნდა იყოს CV-ში);
  4. წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “ფონდის კომუნიკაციის კოორდინატორის ვაკანსიისთვის“ –  თქვენი სახელი და გვარი. წერილში ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი.

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 

შერჩევის პროცედურა:

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია და მოამზადებს შერჩეული კანდიდატების სიას.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მეორე ეტაპზე აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ წერით ტესტში. ბოლო ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საბოლოო არჩევანი გაკეთდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

ღია საზოგადოების ფონდში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 5 77 47 11 63
ელ.ფოსტა: <;   (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.

 

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა  „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“  მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.