კონკურსი ქვე-გრანტების ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე

24 მარ, 2023

დამსაქმებლის შესახებ:

 

ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს და ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარებას. ფონდი ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედიის დამოუკიდებლობა, ეთნიკური უმცირესობებისა და მარგინალური ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა.

 

ღია საზოგადოების ფონდი უზრუნველყოფს თანაბარი დასაქმების შესაძლებლობებს. 

 

ვაკანსიის შესახებ:

 

თანამდებობა: ქვე-გრანტების ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
ორგანიზაცია: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“.
დასაქმების ადგილი: თბილისი.
დასაქმების ხანგრძლივობა: ერთი წელი გაგრძელების პერსეპქტივით.

სამუშაო დატვირთვა: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით( 60%-იანი დატვირთვით), ნაწილობრივ დისტანციური (ჰიბრიდული) რეჟიმით.

ანაზღაურება: ფონდი დასაქმებულს შესთავაზებს კონკურენტულ ხელფასს

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2023 წლის 8 აპრილი

 

ძირითადი მოვალეობები: 

 

  • ფონდის მიერ ევროკავშირის საგრანტო პროექტის შესაბამისად გაცემული გრანტების ფარგლებში გრანტის მიმღების მიერ მოწოდებული ფინანსური ანგარიშების და  საფინანსო დოკუმენტების დამუშავება და შემოწმება/მონიტორინგი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის  მიღებული გრანტის ბიუჯეტთან იდენტიფიცირება და ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყნის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დადგენა;
  •  საჭიროების შემთხვევაში  გრანტის მიმღებისგან დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის  გამოთხოვა;
  •  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გრანტის მიმღებისთვის  საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  •  გრანტის მიმღებთან  ბუღალტრული შედარებების წარმოება;
  •  გრანტის მიმღების  მიერ წარმოდგენილი და გადამოწმებული  შუალედური და საბოლოო ფინანსურ ანგარიშების და  დოკუმენტაციის დროულად გადაცემა პროექტის ფინანსური მენეჯერისათვის;   
  •  პროექტის აუდიტორული შემოწმებაში მონაწილეობის მიღება;
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  •  ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვა.

 

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა (სასურველია ჰქონდეს დამადასტურებელი სერთიფიკატი);
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა კომპეტენციის ფარგლებში;
  • MS Office-ის, MS Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
  • სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

  

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

 

განაცხადის წარდგენა: განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ონლაინ ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ ორ მისამართზე: ; 2023 წლის 2023 წლის 8 აპრილი 18:00 საათამდე (თბილისის დროით).

 

განაცხადის პაკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

 

  1. CV;
  2. Untitled attachment 00012;
  3. ორი რეკომენდატორის (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი – მითითებული უნდა იყოს CV-ში);

წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “ქვე-გრანტების  ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის ვაკანსიისთვის“  –  თქვენი სახელი და გვარი.

მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი.

 

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 

შერჩევის პროცედურა:

 

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია და მოამზადებს შერჩეული კანდიდატების სიას.

 

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მეორე ეტაპზე აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ წერით ტესტში. ბოლო ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საბოლოო არჩევანი გაკეთდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

 

ღია საზოგადოების ფონდში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ელ.ფოსტა: <>;  <> (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: ირმა ხაბაზი

 

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა  „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“  მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.