კონკურსი ტრენინგპროგრამის მონაწილეთა შესარჩევად

2 ოქტ, 2019

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი” აცხადებს კონკურსს ტრენინგების პროგრამაში მონაწილეობისათვის, რომელიც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მიზანი: ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო აქტივისტების ცოდნის ამაღლება და უნარების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებების ინიცირებისა და განხორციელებისათვის.

ამოცანები:

  • სამოქალაქო აქტივიზმის/ჩართულობის/მონაწილეობის ხელშეწყობა და წახალისება;
  • ცოდნის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაძლიერება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის;
  • სხვადასხვა რეგიონების სამოქალაქო აქტივისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

განხორციელების პერიოდი: ორი ოთხდღიანი ტრენინგის პროგრამა განხორციელდება 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში.

  • I ტრენინგი – თემა: თემთან მუშაობა და სათემო აქტივიზმი

ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი სექტორის, განსაკუთრებით სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების როლისა და მნიშვნელობის შესახებ; სათემო აქტივიზმისა და თემთან მუშაობის უნარების გაძლიერება და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება.

  • II ტრენინგი – თემა: რესურსების მობილიზება სათემო ინიციატივებისათვის

ტრენინგის მიზანია თეორიული ცოდნის გაზიარება და ადგილობრივი რესურსების მობილიზებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება; კოალიციური პროექტების მართვისა და ქსელური მუშაობის ძირითადი ეტაპების გაცნობა.

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი” პროგრამას ახორციელებს “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” (CSRDG) ერთად.

მონაწილეობის პირობები:

პროგრამა ცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. მონაწილეთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენლებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული ელექტრონული განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:  2019 წლის 14 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: “Ethnic Minority CSO Capacity Building Program”.

 

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
ნინო კიკნაველიძე
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი
ტელეფონი: +995 322 25 04 63
ელ-ფოსტა: