კონსულტაციის დღე

21 თებ, 2019

2019 წლის 28 თებერვალს და 1 მარტს, ხუთშაბათს და პარასკევს, ღია საზოგადოების ფონდის  ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

საკონსულტაციო შეხვედრას ჩაატარებენ პროგრამები:

28 თებერვალი

  • ეროვნული ინტეგრაცია – 11:00 სთ;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;
  • მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა – 14:00;
  • მედია – 15:00 სთ;
  • ადამიანის უფლებები – 16:00 სთ;
  • როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადი ონლაინ-15.30, 16.30, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

1 მარტი

  • ევროინტეგრაცია – 1 მარტი, 15:00 საათი

პროგრამული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნახეთ პროგრამების გვერდი.