კონსულტაციის დღე აპრილში

19 აპრ, 2019

2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, ღია საზოგადოების ფონდის  ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

საკონსულტაციო შეხვედრას ჩაატარებენ პროგრამები:

  • ეროვნული ინტეგრაცია – 11:00 სთ;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;
  • მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა – 14:00;
  • მედია – 15:00 სთ;
  • ადამიანის უფლებები – 16:00 სთ;
  • ევროინტეგრაცია – 17:00 სთ;
  • როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადი ონლაინ – 17:30სთ.

პროგრამული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნახეთ პროგრამების გვერდი.