კონსულტაციის დღე ივლისში

26 ივლ, 2021

29 ივლისს, ხუთშაბათს ღია საზოგადოების ფონდის ორი პროგრამა ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრას გრანტის მაძიებელთათვის.

 

ვისაუბრებთ 2021 წლის პრიორიტეტებსა და იმ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია ღია კარის წესით, კონკურსის გარეშე წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმაზე.

დასწრებამდე გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის პროგრამასთან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ რამდენიმე შეხვედრას კონკრეტული პროგრამისთვის განკუთვნილ დროს.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: contact@osgf.ge