კონსულტაციის დღე ივნისის თვეში

22 ივნ, 2021

24 ივნისს, ხუთშაბათს ღია საზოგადოების ფონდის რამდენიმე პროგრამა ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრას გრანტის მაძიებელთათვის.

ვისაუბრებთ 2021 წლის პრიორიტეტებსა და იმ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია ღია კარის წესით, კონკურსის გარეშე წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმაზე.

დასწრებამდე გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის პროგრამასთან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ რამდენიმე შეხვედრას კონკრეტული პროგრამისთვის განკუთვნილ დროს.

პროგრამული სტრატეგიების მოკლე ვერსიების სანახავად გადადით ბმულზე.