კონსულტაციის დღე ივნისში

18 ივნ, 2019

2019 წლის 27 ივნისს, ხუთშაბათს, ღია საზოგადოების ფონდის  ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

საკონსულტაციო შეხვედრას ჩაატარებენ პროგრამები:

  • ეროვნული ინტეგრაცია – 11:00 სთ;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;
  • ევროინტეგრაცია – 12:30 სთ;
  • მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა – 14:00;
  • ადამიანის უფლებები – 16:00 სთ.

პროგრამული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნახეთ პროგრამების გვერდი.