კონსულტაციის დღე ნოემბერში

21 ნოე, 2019

2019 წლის 28 ნოემბერს, ხუთშაბათს, ღია საზოგადოების ფონდის  ოფისში (მის: ჭოველიძის #10) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებლებთან. პროგრამების წარმომადგენლები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

საკონსულტაციო შეხვედრას ჩაატარებენ პროგრამები:

  • ეროვნული ინტეგრაცია – 11:00 სთ;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – 12:00 სთ;
  • მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა – 14:00;
  • მედია – 15:00;
  • ადამიანის უფლებები – 16:00 სთ;
  • ევროინტეგრაცია– 17:00 სთ;
  • როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადი ონლაინ – 15:30 სთ, 16:30 სთ (ტექნიკური სესია)

პროგრამული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნახეთ პროგრამების გვერდი.