მამაცი მეივა- მხატვრული წიგნი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის

18 სექ, 2021

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ  მხატვრული წიგნს  „მამაცი მეივას“ ქართველი  მკითხველი პირველად 18 სექტემბერს დედაენის ბაღში გამართულ წიგნის ბაზრობაზე გაეცნო.

წიგნის ავტორი, სინგაპურელი ქალბატონი ჯოენ პუნი არის ლიმფომით დაავადებული ბავშვის მშობელი, რომელმაც წიგნი შვილის მკურნალობის პერიოდში დაწერა  და დღეს საკმაოდ დიდი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობს.

ქართულ ენაზე წიგნი თარგმნა მარიამ მითაიშვილმა და გამოიცა  ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. მარიამი საქართველოში პირველი ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელიც საზოგადოებაში პედიატრიული სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობს.

წიგნი განკუთვნილია ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც დაავადებით გამოწვეული ტკივილებსა და მდგომარეობასთან გამკლავება უწევთ.